საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ფიცხელაურის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა 2024 წლის 12-15 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპის მე-17 კონფერენციაში (EPH), რომელიც ჩატარდა ქ.ლისაბონში (პორტუგალია). 13 ნოემბერს ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაურის თავმჯდომარეობით ჩატარდა სესია: The impact of climate change on health. სესიაზე მოხსენებები წარადგინეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და კანადიდან. მედიცინის ფაკულტეტიდან კონფერენციაზე წარსადგენად მიღებული იქნა აბსტრაქტი- “Insights from a hospital database: injuries among children under 6 years old due to falls”. კვლევაში ჩართულები იყვნენ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ისე დოქტორანტები. ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში- European Journal of Public Health.

თარიღი: 21/11/2024